hamo

Cookie პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პირობები

მიზანი

ვებგვერდზე “www.hamo.ge”-ზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად “ჰამო მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

მომხმარებელი, რომელიც “ჰამო-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას “ჰამო -ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს “ჰამო -ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, “ჰამო-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს “ჰამო-ის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

თანხმობა

“ჰამო-ის ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, “ჰამო-ს მომხმარებელი ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.

აღნიშნული ინფორმაცია “ჰამო-ის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

“ჰამო მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი

მომხმარებლის უფლებამოსილება

მომხმარებელს უფლება აქვს “ჰამო-ს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში “ჰამოვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს.

მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ “ჰამო-ისათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება.

მომხმარებლის ვალდებულება

მომხმარებელი ვალდებულია “ჰამო-ს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.

“ჰამო”-ის ვებგვერდის გამოყენების პირობები

მომხმარებლის მიერ “ჰამო-ის ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას “ჰამო-ის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.

მომხმარებელი ვალდებულია “ჰამო-ს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ცვლილების შემთხვევაში განაახლოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

არასრულწლოვანი პირი

“ჰამო მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, “ჰამოუფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ “ჰამო-ზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.

ვის ვუზიარებთ მომხმარებლის მონაცემებს

პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება პარტნიორი საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მის მიერ მითითებულ მისამართზე. საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი საკურიერო კომპანიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.

მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით “ჰამო-ს შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით. პირდაპირი მარკეტინგის განსახორციელებლად “ჰამოიტოვებს უფლებას, ხსენებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია გადასცეს მესამე პირებს, რომლებიც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე გაუწევენ “ჰამო-ს სარეკლამო მომსახურებას.

“ჰამოუფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, ნებისმიერ მესამე პირს.

პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა

მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა “ჰამო-ს მოსთხოვოს პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა. მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს “ჰამო-ს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.

პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ელ.ფოსტის მეშვეობით მიმართოს “ჰამო-ს. აღნიშნულში არ მოიაზრება “ჰამო-ის მიერ სხვა მომსახურების მიწოდების შეწყვეტა.

ლოგ ფაილები და cookies

“ჰამოსარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. სხვა ვებგვერდების მსგავსად, “ჰამოიყენებს Cookies. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:

ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.'

ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:

ვებგვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოთ cookies. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და შეტყობინების მიუხედავად გააგრძელებს ვებგვერდით სარგებლობას, ამგვარი ქმედება ჩაითვლება მომხმარებლის მიერ თანხმობად.

Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.

მონაცემების მიღება

“ჰამოინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:

რა სახის მონაცემები მუშავდება

ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:

რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშე მომხმარებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.

პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. “ჰამო-ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. “ჰამო იღებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.

კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა

“ჰამოპასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.

მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას “ჰამოინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

უსაფრთხოება

“ჰამო-ისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადი პროფილი ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და ფასვორდის საშუალებით. “ჰამო გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში “ჰამოიხსნის სრულ პასუხისმგებლობას.

“ჰამომიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას “ჰამო-ის სერვერებზე.

მესამე მხარე

“ჰამოიხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს “ჰამო-ის ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, “ჰამომოგიწოდებთ გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ცვლილებები და დამატებები

შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.

ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის “ჰამო-ის მიერ მომხმარებლისათვის პირადი შეტყობინების გაგზავნის ან ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.

“ჰამო”-თან დაკავშირება

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით hamoconcept@gmail.com